ბოლო 24 საათში, სააქართველოში კორონავირუსი კიდევ 829 ადამიანს დაუდასტურდა, 566 გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით.
ჯამში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 254 916-მდე გაიზარდა, 3 306 კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.63%.
829 ახალი შემთხვევიდან 314 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 37, იმერეთი - 150, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 63, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 95, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 809, საიდანაც: 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 996, აჭარაში - 172, იმერეთში - 464.
მძიმე პაციენტი: 480. მათ შორის, თბილისში - 203, აჭარაში - 48, იმერეთში - 117.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 127, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 6, იმერეთში - 17.
301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 162 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 359 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 119.
სულ 6 ოქტომბრიდან - 8 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 683 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 12 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 685 პირი, აჭარაში - 723, იმერეთში - 1 389