9 თებერვლამდე 11.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 11.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამიისტრო ავრცელებს.

"აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 10.8 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში", - ნათქვამია განცხადებაში.