ფრანგი სცენარისტი და რეჟისორი ჟან-კლოდ კარიერი გარდაიცვალა

ფრანგი სცენარისტი და რეჟისორი ჟან-კლოდ კარიერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ მედიას მისმა შვილმა კიარა კარიერმა აცნობა. ინფორმაციას En24news-ი ავრცელებს.

როგორც კიარა კარიერმა აღინიშნა, ჟან-კლოდ კარიერს რაიმე კონკრეტული დაავადება არ აწუხებს და ის სახლში, ძილის დროს გარდაიცვალა. რეჟისორის ქალიშვილის თქმით, კარიერის დაკრძალვას აპირებენ იმ ადგილას, სადაც ის დაიბადა - საფრანგეთის სოფელ კოლუმბიერ-სურ-ორბესში.

კარიერს დაწერილი აქვს 140-ზე მეტი ფილმის სცენარი.