კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ ფრანგი რეჟისორის ფილმს მიანიჭეს

საფრანგეთის ქალაქ კანში, საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მიენიჭა ფრანგი კინორეჟისორის, ჟიუსტინ ტრიეს ფილმს, „დაცემის ანატომია“.

BBC-ის თანახმად, ფილმი საუკეთესოდ აღიარეს სხვა 20 სურათს შორის.

ტრიე მესამე ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა.

ოქროს პალმის რტო უმაღლესი პრიზია, რომელიც ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა 1955 წელს შემოიღო.

„ჯილდოს მიღებისას, ტრიემ გააკრიტიკა საფრანგეთის მთავრობა ბოლო საპენსიო პროტესტზე მისი პასუხის გამო.

„ეს პროტესტი... რეპრესირებული იყო შოკისმომგვრელი გზით", - განაცხადა მსახიობმა თავის გამოსვლაში.