ჯო ბაიდენი: ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი წერილი საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა.

„ამერიკელი ხალხის სახელით, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენ და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა ხელს უწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.

ორივე ქვეყნის ხალხების მდგრადი და მტკიცე ურთიერთობა ეფუძნება ჩვენს მჭიდრო კავშირებსა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც მოიცავს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.

ჩვენ ერთად ვდგავართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ.

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობების წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იდგება. მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ჩვენი ხალხების უფრო უსაფრთხო, წარმატებული მომავლისთვის“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში.