საფრანგეთში 116 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საფრანგეთში 116 წლის ქალმა, ანდრე ლუსილ რანდონმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 116 წლის ლუსილ რანდონს კორონავირუსი 16 იანვარს დაუდგინეს.

ფრანგული მედიის ცნობით, პაციენტმა კორონავირუსი ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანა. ის 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ექიმების თქმით, მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და 117-ე იუბილეს ანდრე ხანდაზმულთა სახლში აღნიშნავს.