უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იმედი გამოთქვა.
შესაბამისი განცხადება უკრაინის ზელენსკიმ Twitter-ის საშუალებით გააკეთა.
„ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ ველით სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ და ასევე, თანამშრომლობის გაძლიერებას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - წერს ზელენსკი.
ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა 52, 41%-ს მხარდაჭერა მიიღო.
თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იერენმა 28 მაისს განაცხადა, რომ ბიულეტენების 99,43 %-ის დათვლის შედეგად, ერდოღანის მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 47.86% მოაგროვა.
არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა და გამარჯვებისთვის საჭირო 50 % ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.