აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 288 ადამიანს ჩაუტარდა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 170 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 814 პირი. ამასთან, გარდაიცვალა 21 პაციენტი.