"ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის კარგი სინამიკა, რომელიც ახლა არის სკოლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება", განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღესვე დაურიგდება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული.
„ორშაბათიდან, უკვე საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მთავარი არის ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობა, მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია, ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა მოწესრიგდა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი და სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული. სკოლა არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.