"ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინა ჩატარდება", - ამის შესახებ ჯანდაცის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციისას, უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის.
„ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. სადაც დეტალურადაა განსაზღვრული, რა შეკითხვები უნდა დაისვას, მდგომარეობის შესაფასებლად ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა და ამ მიმართულებით კლინიკებში ტრენინგი დაწყებულია“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის მწარმოებლებისგან დეტალურ საინფორმაციო პაკეტს მიიღებს, რომელიც საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება.
"დეტალური საინფორმაციო პაკეტი, „ფაიზერისა“ და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინას აქვს განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი, საზოგადოებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვეობით გახდება ცნობილი. საინფორმაციო პაკეტში დეტალურადაა გაწერილი ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.