„ფაიზერი“ ამბობს, რომ მისი ვაქცინის გამოყენება 19 წლის ასაკიდან არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი - 16 წლიდან", - საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აღნიშნა, თუ რა ასაკიდან უნდა აიცრან ბავშვები კორონავირუსის ვაქცინით.
„ფაიზერი“ ამბობს, რომ მისი ვაქცინის გამოყენება 19 წლის ასაკიდან არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი - 16 წლიდან. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ. როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, ჯერ ეს მონაცემები არ არსებობს, საკვლევ ჯგუფებში ამ ასაკის მოსახლეობა არ ყოფილა ჩართული, მწარმოებელი გადახედავს თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად განვავრცობთ სხვა ასაკობრივ ჯგუფებზეც“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინის გაკეთება სჭირდება მათაც, ვინც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი.
"ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი, დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე. პირველ ეტაპზე, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინაციას არ შევთავაზებთ. მაქთ ვაქცინის გაკეთება მოუწევთ მეორე-მესამე კვარტალში", - აღნიშნა გაბუნია.