საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.