სამხრეთ კორეის დედაქალაქ, სეულში შინაურ ცხოველებს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდებათ..
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის უფროსის, პარკ იუ მის თქმით, ტესტი მხოლოდ იმ ცხოველებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც კონტაქტი ინფიცირებულთან ჰქონდათ.
რამდენიმე კვირის წინ სამხრეთ კორეაში კორონავირუსი კატას დაუდასტურდა. მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოუწოდეს, შინაური ცხოველების გასეირნებისას დაიცვან მათსა და სხვა ცხოველებს, ან ადამიანებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია.
იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს კორონავირუსი დაუდასტურდება, ის 14 დღიან კარანტინს გაივლის.