საჭიროა მეტი პროგრესი - შარლ მიშელი

შარლ მიშელმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში რეფორმების განხორციელებისას დარჩენილი გამოწვევები და თორმეტ პუნქტიანი გეგმა განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის განცხადებით, საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

პრეზიდენტმა მიშელმა ასევე გაიხსენა, რომ კომისია შემოდგომის „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში მოამზადებს ანგარიშს იმ თორმეტი პრიორიტეტის განხორციელების შესახებ, რომელთა განხილვაც საქართველოს სთხოვეს. ამ მოხსენების შემდეგ, პრეზიდენტი მიშელი აპირებს შემდეგი ნაბიჯების საკითხი ევროსაბჭოს დღის წესრიგში 2023 წლის ბოლო კვარტალში დააყენოს.