"ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ეს პანდემია გახდა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით, ვაქცინაცია. ვაქცინაცია გახდა პოლიტიკური იარაღი, განსაკუთრებით, მძლავრი სახელმწიფოების ხელში. იცით, რომ მე ყველანაირ პოლიტიკას ვერიდები, ამ შემთხვევაში, სამედიცინო კუთხით ვუყურებ ამ საკითხს.
ყველას ვურჩევ, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაქცინაცია იქნება თუ კორონავირუსთან ბრძოლა, ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარული, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპატიებისა ან შეხედულებებისა. ეს არის საკითხი, რომელმაც უნდა გააერთიანოს მთელი ქვეყანა", - განაცხადა ამირან გამყრელიძე.