ნუ ცდილობთ დაჩაგროთ დემოკრატიული სწრაფვა ამ ქვეყნის - სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთისთვის გზავნილი გააჟღერა.
"ჩვენ გვაქვს ნაკლები, ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ნაკლებმა გადაფაროს ჩვენი მიღწევები გარკვეულ წლებში ჩვენ მოვახდინეთ დიდი პროგრესი, გარკვეული რეფორმები, ჩვენ არ ვართ სრულყოფილები და იდეალურები, სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ მოუსმინონ საკუთარ მოსახლეობას და განახორციელონ ის საარჩევნო მოთხოვნები რაც წაყენებულია. აქაც შეიძლება გაკეთდეს მეტი და უნდა გაკეთდეს მეტი იმისთვის, რომ ხელიდან ეს შანსი არ გავუშვათ, რასაც საქართველო მოსახლეობა არ გვაპატიებს.
ასევე აღიარება უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიული ფასეულობების, იმიტომ, რომ რაც ვნახეთ, საქართველოს მოსახლეობისგან ეს იყო, რომ ჩვენ არ დავნებდებით, არ დავთმობთ ევროპულ მომავალს და ამიტომ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, ეს არის მხოლოდ დროის ამბავი.
ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, ნუ ცდილობთ დაჩაგროთ დემოკრატიული სწრაფვა ამ ქვეყნის, რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიები და ატარებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გაკვეთილები, რომელიც გამოვიტანეთ 2008, 2014 და 2022 წელს, ეს არის რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ. ის დანაკარგი და წაგება უკრაინაში შეიძლება შეხდეს რუსეთს, არ შეიძლება ბიძგი იყო იმისთვის, რომ უფრო სუსტ პარტნიორთან წამოიწყოს საომარი მოქმედება...
სამწუხაროდ ისეთი განვითარებაა, რომელიც ჩვენ ევროპულ მისწრაფებას ანელებს. ეს არის უვიზო მიმოსვლა, ეს არის რუსეთთან ფრენების აღდგენა, რომელიც არ არის მომგებიანი არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის, საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ასეთ მცდელობებს რუსეთის გავლენის აღდგენას საქართველოში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.