ოფიციალური პირების ინფორმაციით, უცნობი პირი დისტანციურად დაუკავშირდა წყალმომარაგების სისტემას და ქიმიკატების სახიფათო რაოდენობის სისტემაში გაშვებას ეცადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰაკერი ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრაციის გაზრდას ეცადა წყალში, რაც დაბალ კონცენტრაციებში უვნებელია დამიანისთვის და წყალში მჟავიანობის დასარეგულირებლად გამოიყენება, თუმცა მაღალი კონცენტრაციით მომწამლავია.
ჰაკერული შეტევის დროს მორიგე ოპერატორმა შენიშნა ცვლილება და კონცენტრაცია მყისიერად შეცვალა. ზედამხედველი კომპანიის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ეს კიბერთავდასხმის უკვე მეორე მცდელობაა.
ქიმიკატი თუ ორგანიზმში მოხვდება, მას შეუძლია პირის ღრუს, ყელისა და კუჭის დაზიანება, ღებინება, თავბრუსხვევა და დიარეა გამოიწვიოს.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა სამართალდამცავმა ორგანომ ჰაკერის იდენტიფიცირება, ასევე უცნობია, შეტევა აშშ-ის ტერიტორიიდან თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირისგან მოხდა.