მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა - ნაუსედა

ალბათ, ლიეტუვა არის „აღმოსავლური პარტნიორობის“ ყველაზე ენთუზიაზმით სავსე მხარდამჭერი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, -  შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა და არა ისე, როგორც ნატო-ს კარი უკრაინისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ისინი ღია იყოს ვილნიუსშიც, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მკაფიო მესიჯი უნდა გავაგზავნოთ ამ კარის გახსნისა და გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, რადგან ახლა უკრაინაც ამას გვეკითხება, რომ თუ კარი ღიაა, სად არის ეს კარი“, – განაცხადა ნაუსედამ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.