შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს.
უწყება აღნიშნავს, რომ სამივე პირი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული.
ცნობისათვის, რამდენიმე დღეა, პარლამენტთან აქტივისტები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას მართავენ. გუშინ პოლიციამ გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ მას 2-ათას ლარიანი გირაო დააკისრა.
2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეფასებით, დაკავება მოხდა „სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით“.