საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უწყებამ 24-ე სკოლას მიმართა დისციპლინური საბჭოს ფორმატში განიხილოს სკოლის დირექტორის მოადგილის საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება:
“რეაგირება მიმდინარეობს. მივმართეთ სკოლას შესაბამისმა დისციპლინირმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება” – განაცხადა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილის, ეკა ბროლაძის პოსტი. ის მასწავლებლებს ეუბნებოდა, რომ ორი პარალელული კლასისთვის ახალ ცხრილს გააკეთებდა, გაამსხვილებდა სკოლაში მოსიარულე მოსწავლეთა კლასებს და მეორე ცვლაში გადაიყვანდა. დილით მასწავლებლები გაკვეთილებს ონლაინ ჩაატარებდა, ერთი მასწავლებელი კი მოვიდოდა და ორ გაკვეთილს ჩაატარებდა – “დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე” – წერდა დირექტორის მოადგილე.