"რეგულირების სააგენტომ, ამ დროისთვის, 12 დაწესებულება შეაფასა, მათგან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციისთვისაა დადგენილი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დაწესებულებებში ტრენინგი ამ კვირაშივე დაიწყება.
"დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა". – აღნიშნა თამარ გაბუნია.