თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტობანზე მოძრავი ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მისაბმელი ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.