NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხი შვედეთის NATO-ში გაწევრიანება იყო.
შეხვედრას თურქეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი და ნატოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.