ალიევის თქმით, აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის შეთანხმება გლობალური პროექტი გახდება

აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის მწვანე ენერგიის სფეროში შეთანხმება გახდება გლობალური პროექტი და მოიზიდავს უფრო მეტ ქვეყანას და კომპანიას, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კასპიის ნავთობისა და გაზის 28-ე საერთაშორისო გამოფენის (Caspian Oil & Gas) გახსნაზე.

„გასული წლის დეკემბერში ასევე იყო მნიშვნელოვანი მოვლენა ბუქარესტში, მწვანე ენერგიის სფეროში. ცერემონიას დაესწრო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი.

ხელი მოეწერა შეთანხმებას მწვანე ენერგიის გადაცემის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გლობალური პროექტი და მოიზიდავს უფრო მეტ ქვეყანას და კომპანიას“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროექტს შეუძლია ევროპაში მინიმუმ 4 გიგავატი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირება.


2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.