დღეიდან ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით, პირდაპირი რეგულარული რეისები დაიწყო.
ალმათი არის მეხუთე ყაზახური ქალაქი, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას სრულდება.
2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 135 000 მგზავრს მოემსახურა.