აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთს ევროსასამართლოში უჩივლა

აზერბაიჯანი სომხეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ტერიტორების თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის, ასევე 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი კონფლიქტისთვის ევროსასამართლოში უჩივის.

აზერბაიჯანი სომხეთს ასევე ბრალს დებს იმაში, რომ სომხეთმა არაფერი იღონა იმისთვის, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე უგზოკულოდ დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედროები ეპოვნა.

10 ნოემბერს, მხარეებმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის 2000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა.