„ისთ ფოინთში“ ევაკუაცია მიმდინარეობს

სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთშიც“ ევაკუაცია მიმდინარეობს და მიზეზი ისევ შეტყობინებაა. ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია.
 
„ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაო.
სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“.
 
დღის განმავლობაში შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში და ასევე, სკოლაში შევიდა.