სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან საჯარო შეხვედრას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებს შორის არიან ადამაინები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, მაგრამ საზღვრის დაკეტვის შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კომპენსაცია კი ერთჯერადად მიიღეს. ისინი საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნას მოითხოვენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში ჰესის მშენებლობის დროს კარმიდამო დაუზიანდათ, კომპენსაცია კი არ მიუღიათ.
აქციაზე არიან ე.წ ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულები, რომლებიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გარანტიას ითხოვენ.
აჭარის მთავრობის სახლან შეკრებილები 15 თებერვალს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.