რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიზანია უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, დარია ზარივნა წერს.
„რუსების მიერ კახოვკის ჰოდროელექტროსადგურის აფეთქება მაქსიმალური არაადეკვატურობაა. ეს ქმედებები დასახლებული პუნქტებისა და ბიოსფეროს განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. დასახლებული პუნქტების ნაწილი უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია. ასევე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ნიშნავს, რომ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე. ეს ეკოლოგიური ტერორიზმია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი დარია ზარივნა.
ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.