ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია, - ამის შესახებ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Ukrhydroenergo იუწყება.
„აფეთქების შედეგად სამანქანო დარბაზი მთლიანად განადგურდა. სადგური რემონტს არ ექვემდებარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დილის 9 საათიდან წყლის დონე უკვე სწრაფად ეცემა. „უკრჰიდროენერგო“ აგრძელებს სიტუაციის ანალიზს, ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბების, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დადგენაზე. ინფორმაცია განახლდება“, - აცხადებენ კომპანიაში.