საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.
მათი ინფორმაციით, ინფორმაციის შესახებ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე პირი უკვე გამოიკითხა.
ცნობისთვის, სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა.
დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე.
მისი თქმით, არსებობს 27-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც სამართალდამცავებს წარუდგენენ.
დეა ერემაშვილის თქმით, არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ხასიათის შევიწროებას, იმავე თემში სავარაუდოდ, „ავტორიტეტული პირები“ ახდენდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულ გოგონებს სექსუალური ხასიათის ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდნენ, თუმცა იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც, მათ შორის გაუპატიურების ფაქტიც.