კახოვკის ჰესის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს - სტოლტენბერგი

კახოვკის ჰესის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას.

„ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.