რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელ, თეიმურაზ ვარშანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ მოითხოვა. ასევე მოითხოვა, რომ ბრალდებულმა საქმის დასრულებამდე ქვეყანა არ დატოვოს.

ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე აეკრძალა დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება.

შე­გახ­სე­ნებთ, რეს­ტო­რან “რეტ­როს” ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი თა­ნამ­შრო­მელს ხელს კრავს და და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან აგ­დებს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტორ­ნის მფლო­ბელ­მა, თე­ი­მუ­რაზ ვარ­შა­ნი­ძემ თა­ნამ­შრო­მელ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ქუ­ჩა­შიც გა­აგ­რძე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბა­თუმ­ში, რეს­ტო­რან „რეტ­რო­ში“ თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლი და­ა­კა­ვა.