სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილე გახდა.
აღსანიშნავია, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. 2 თებერვალს კი ფილმი ფესტივალის ფარგლებში ხელმეორედ აჩვენეს.
სალომე ჯაშის ნამუშევარზე წერდნენ ისეთი გამოცმები როგორიც არის: cineuropa.org „სქრინ დეილი" flickeringmyth, The film stage’’ , Modern Times Review .
"მოთვინიერება" დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხეების გადატანის დოკუმენტურ კადრებს ასახავს და უცხოურ პრესაშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. უცხოური მედია ზღვაში მცურავ და გზებზე მოგზაური ხეების უნიკალურ კადრებთან ერთად, ფილმის სიღრმეზე და რეჟისორის ხედვაზე ამახვილებდა ყურადღებას.
წელს "ბერლინალე" სხვა ფესტივალების მსგავსად ონლაინ გამართება. წლევანდელი ბერლინის კინოფესტივალი ორ ეტაპად არის გაყოფილი. პირველი ეტაპი ონლაინ რეჟიმში 1-დან 6 მარტის ჩათვლის გაიმართება. მონაწილეთა სრული სია 11 თებერვალს გახდება ცნობილი. მეორე ეტაპი, მოგვიანებით, ივნისში არის დაგეგმილი.