სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - ნაკრძალში ვიზიტორთა ცენტრს ხე დაეცა

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ ვიზიტორთა ცენტრს დაეცა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამავე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა.

დაზიანდა სახურავის ერთი ნაწილი, ჭერი და ინვენტარი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტიაქიას ებრძვიან ასევე, მარნეულში. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარნეულსა და სოფლებში.

უხვმა ნალექმა დატბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.