აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ჯოზეფ ბილბო ხაზს უსვამს, რომ რომ ქართველი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი სწავლებები, მათ შორის ნდობის მაღალი ნდობის არსებობს ადასტურებს.
„მსოფლიოში მრავალი მისია შევასრულეთ ერთობლივად და ახლაც მხარდამხარ ვაგრძელებთ წვრთნას. ეს ადასტურებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის არსებული ნდობის მაღალ დონეს“, - აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში.
ცნობისთვის, ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს. სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე, სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.