აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან.
მისივე თანახმად, აზერბაიჯანი სომხური მხარისგან ელოდება ორმხრივ პოლიტიკურ ნებას სამ კონკრეტულ სფეროში უთანხმოების დასაძლევად, რომლებიც ორმხრივი დისკუსიების დღის წესრიგშია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.
მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვსა და კიშინეუში შესაძლებელი გახადა მხარეთა პოზიციების უკეთ გაგება.
უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი ჯერ არ არსებობს.