მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში ყირიმი წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი არ აღდგება, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპრის მარცხენა ნაპირი წყლით იფარება და ევაკუაციის გზებიც ჩაკეტილია.
ამჟამად ქალაქ ალიოშკი იტბორება. ასევე, ნაწილობრივ დატბორილია ათამდე დასახლება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.
მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.