უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, რუსეთი წელიწადზე მეტია, აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე, მთელ კახოვკის ჰესს და ფიზიკურად შეუძლებელია მისი აფეთქება გარედან დაბომბვით, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსმა ოკუპანტებმა მათ მიერვე დანაღმული ჰესი ააფეთქეს.
„რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა. ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში. და ამიტომ, რუსეთის დამარცხება, რომელსაც ჩვენ მაინც უზრუნველვყოფთ, იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი რეგიონის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაში.
ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა მომხდარს და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.