ცოფის გამო ქობულეთის სამ სოფელში კარანტინია

ცოფის გამო ქობულეთის სამ სოფელში კარანტინია. შესაბამისმა სამსახურმა ადგილობრივებს შინაური ცხოველის საძოვარზე გაყვანა და რძის ნაწარმის რეალიზაცია აეკრძალათ.

ცოფის შემთხვევა პირველად სოფელ ჯიხანჯურში გამოვლინდა, მოგვიანებით კი სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაშიც დაფიქსირდა.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ პრევენციული ზომები უკვე მიღებულია.

ე.წ. კარანტინი 60 დღიანია და, ამ პერიოდის განმავლობაში, სამივე სოფელში დაწესებული შეზღუდვების შესრულება ყველა ადგილობრივს მოუწევს.