ჩუტყვავილა ყოველ მესამე წელიწადს არის ხოლმე ძალიან ბევრი - ჩვეულებრივ, ერთი წელია მატების პერიოდი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩუტყვავილა მძვინვარებს, ტყუილია. ჩუტყვავილა პერიოდულად მატულობს ხოლმე. არის წლები, როცა ბევრია, არის წლები, როცა ცოტაა. ახლა ჩუტყვავილას მატების პერიოდში ვართ. ჩუტყვავილა დიდებში უფრო რთულად მიმდინარეობს, ხოლო ბავშვებში, საბედნიეროდ მსუბუქად გვხვდება. ეს შეიძლება ერთი წელიწადი გაგრძელდეს. ჩუტყვავილას სეზონურობა კი არ აქვს - ციკლურობა ახასიათებს. ერთი წელი მოიმატებს ძალიან, მერე ერთი-ორი წელიწადი ნაკლები შეიძლება იყოს. ეს არის ჩუტყვავილას ეპიდემია. ჩუტყვავილა არის, ბევრია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჩუტყვავილა ყოველ მესამე წელიწადს არის ხოლმე ძალიან ბევრი. ჩვეულებრივ ერთი წელია მატების პერიოდი", - განაცხადა იმნაძემ.