კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხდებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებამ. აღსანიშნავია, რომ განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის.
„ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით. ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეშია ამ საშინელი განადგურების გამო. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთანაა ამ რთულ დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.