უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა. ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
დაღუპული მებრძოლი სამეგრელოდან იყო, ის აფხაზეთიდან დევნილია.
როგორც მისი თანამებრძოლები აღნიშნავენ, ზურა მუშუქია უკრაინაში გასული წლის აპრილში თავის არეში დაიჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა და გამოჯანმრთელების შემდეგ ბრძოლის ველს დაუბრუნდა.