"გირჩი" ზურაბ ჯაფარიძის მეოთხე მანდატის ათვისებას არ გამორიცხავს

“გირჩი” პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პარტიის ყოფილი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მანდატის ათვისებას არ გამორიცხავს. თუმცა მანამდე "გირჩის" წევრები იმედოვნებენ, რომ საარჩევნო ბარიერზე ხელისუფლებასთან შეთანხმების შემთხვევაში, ზურა ჯაფარიძე საკანონდებლო საქმიანობაში ჩაერთვება.

"გირჩმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევენბში ოთხი მანდატი მოიპოვა. საარჩევნო სიის ადგილმონაცვლეობის პრინციპით, ზურა ჯაფარიძის ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, პარტიის სხვა წევრს შეუძლია.

"ვერ წარმომიდგენია, რომ ზურა ჯაფარიძე არ შემოვიდეს პარლამენტში, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების პირობას დადებს. ზურა ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი, ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის იქნება ტესტი,. თუ უმრავლესობა ამ პირობას დადებს, ზურა ჯაფარიძეს მორალურად ევალება, პარლამენტში შემოსვლა. ერთ-ერთ კომენტარში მან თქვა, რომ ეს არის როგორც მარსზე ნაკვეთიო. და თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს?!. ჯერ ახსნას, რატომ არ შემოვა ასეთ პირობებზე და მერე საარჩევნო სიის მეოთხე ადამიანი პარტიას გვეკუთვნის”, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

საარჩევნო ბარიერის შესასცვლელად საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 დეპუტატის ხმა არის საჭირო. "ქართულ ოცნებას" 90 მანდატი აქვს. "პატრიოტთა ალიანსის" სიით 4 დეპუტატი შევიდა, "მოქალაქეებიდა" 2 დეპუტატი. იმ შემთხვევაში თუ გირჩი "პარლამენტში ზურა ჯაფარიძის გარეშე სამი წევრით შევა, მხოლოდ 99 ხმა გროვდება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის.

ვახტანგ მეგრელიშვილის მტკიცებით, ხელისუფლების მხრიდან უბარიერო სისტემის შემოღების პირობის დადების შემთხვევაში, "გირჩი", სხვა პარტიების ოპოზიციონერ დეპუტატებსაც დაარწმუნებს, პარლამენტში შესვლით საარჩვენო რეფორმას მხარი დაუჭირონ.

“ქართული ოცნების” განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში უმრავლესობა უბარიერო სისტემასაც განიხილავს, თუმცა ამ საკითხს სერიოზული.