რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.