იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებულია სულ 62 ადამიანი, რომელთაგან 55 ქართველია. „კანონიერი ქურდების“ დაჯგუფებას ადგილობრივმა პროკურატურამ სამწლიანი გამოძიების შედეგად მიაკვლია. იტალიური მედია ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციების შესახებ იუწყება.
მათივე ინფორმაციით, კრიმინალური ორგანიზაციის ეპიცენტრი რეჯო-ემილია იყო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველა ქურდობა „ქართული მეთოდებით“, სპეციალური ხელსაწყოებით ერთი ხელწერით ხორციელდებოდა, რომ არ დაეტოვებინათ სხვადასხვა შენობებსა და სეიფებში შეღწევის კვალი.
ამასთან აღნიშნულია, რომ ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი მეორე დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარებით უკრაინაში იგზავნებოდა. სამართალდამცველების მუშაობის შედეგად,