კულება: უკრაინაში უცხო ქვეყნები ჯარებს ომის დასრულებამდე არ განათავსებენ

უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნები შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე ჯარისკაცებს არ განათავსებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ტელეკომპანია 1+1-ს განუცხადა, რომ უკრაინა სხვა ქვეყნის ჯარების განთავსებას არ ითხოვს.

„უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო ქვეყნები არ განათავსებენ ჯარებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ჩვენ ამას არ ვითხოვთ - ჩვენ ვამბობთ: მოგვეცით იარაღი, ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ.

მან კიდევ ერთხელ გაომეორა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ამ ომს ვერ დაასრულებს, მაგრამ შეაჩერებს ახალ ომებს.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მისი ბრიგადები NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებში განლაგდებიან და დაიცავენ მათ.


შეგახსენებთ, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, გამოთქვა ვარაუდი, რომ NATO-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გამოთქვან მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ.