ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ დასამალი არაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, და განსაკუთრებით კი ევროპარლამენტთან, ურთიერთობა გასული წლის განმავლობაში "მშფოთვარე და ქაოსური" იყო.
კალიურანდის თქმით, რომლის ციტატსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს, ეს არის „შესაძლებლობის უნიკალური ფანჯარა და არ ვიცით, როდემდე იქნება ის ღია, ის შეიძლება მალე დაიხუროს. ამიტომ, ეს ისტორიული შანსი უნდა იყოს გამოყენებული“.
- ამავე სხდომიდან: კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ
- კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“
- ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია
- კალიურანდის თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არ იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება, არამედ, ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო:
„პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარი სხვა მისი კოლეგების და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მსგავსად ფიქრობს, რომ საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას.
„როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარის შეფასებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით და მედიაციის პროცესში არჩართვით.
„ეს ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისკენ. ევროპარლამენტარის განცხადებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის განცხადებით, მედიაციის პროცესში არჩართვით. მათი პარლამენტში მუშაობა და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულებაში ასევე მნიშვნელოვანია.
მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ პარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. მინდა გავიმეორო, რომ ევროპული პარლამენტი რჩება ერთგული და მზად არის დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით წინსვლაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ამავე გამოსვლაში მან ისაუბრა „ომში ჩათრევის“ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა: „არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა“, - აზუსტებს ევროპარლამენტარი.
„ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, - აღნიშნა მარინა ევროპარლამენტარმა.