უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ზურაბ მუშუქია, რომლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიაში 7 ივნისს ვრცელდებოდა, ცოცხალია. ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით.
ოჯახის ახლობლების თქმით, ზურაბ მაშუქიას ოჯახთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.
ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლი ზურაბ მუშუქიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქართველი სამხედრო ცოცხალია.