ხერსონის რეგიონის დატბორილი ზონიდან 2400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

8 ივნისის საღამოს მდგომარეობით, ხერსონის რეგიონში წყალდიდობის ზონიდან 2339 ადამიანის, მათ შორის 120 ბავშვის ევაკუაცია გახდა შესაძლებელი. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, მაშველებმა გადაარჩინეს 563 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი. ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია 201 ადამიანს.

ცხრა ევაკუაციის პუნქტი სრულად ფუნქციონირებს.

წინასწარი მონაცემებით, მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე სულ 32 დასახლებული პუნქტი და 3625 სახლი დაიტბორა.


შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია 1817 ადამიანი და 345-ზე მეტი ტექნიკა, მათ შორის 809 მაშველი და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 171 ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ევაკუაცია გრძელდება.